Loading...

დასასვენებლად ქობულეთში წავედი, მთლიანი სახლი ვერ დავიქირავე და მომიწია ერთ დიდ სახლში ოთახი მექირავა. ერთ დილას საერთო სამზარეულოში შევედი და წყლის ადუღება დავიწყე.

იქ ერთი სიმპატიური ბიჭი იყო და ვეკითხები, ეს როგორი ჩაიდანია, როცა დუღდება უსტვენს-მეთქი? რამდენი წლის ხარო, მკითხა. მიჩვეული ვარ რა, რომ ნაკლებ ასაკს მაძლევენ, გავიპრანჭე მორიგი კომპლიმენტის მოსასმენად.

Loading...

 

ვუთხარი ასაკი და ეს ბიჭი მეუბნება: მერე ამდენი წლის გოგო ხარ და ასეთი ჩაიდანი არ გინახავსო? ორთქლს უშვებს მხოლოდო… არ ვიცი ამ დროს რა მომივიდა, ადგილზე გავშრი. ცოტახნის შემდეგ მას თვალებში ვეღარ ვუყურებდი, კიდევ კაი ორ დღეში წავიდა მაგ სახლიდან თორემ წასვლას უკვე მე ვაპირებდი…

პ.ს. დაწერეთ კომენტარებში რა სასაცილო და უხერხული ისტორიები გადაგხდენიათ თქვენ და მასაც აუცილებლად გამოვაქვეყნებთ..

Loading...