Loading...

დღევანდელი დღე ათას წელიწადში ერთხელ დგება. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ივლისის 2 რიცხვიდან 14 რიცხვამდე საოცრებები ხდებოდა – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა.

არადა, საოცრებები ივლისის პირველ 2 კვირაში ხშირად ხდებოდა. მათზე დაკვირვებით ძველმა ხალხმა გარკვეული დასკვნები გამოიტანა და ახსნა-განმარტება მოუძებნა ამა თუ იმ მოვლენას.
სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგაცნობთ იმ მინიშნებებს, რომლებსაც, ხალხური რწმენით, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა გარკვეული სირთულეები თავიდან ავიცილოთ.

Loading...

2 ივლისი:
თუ მზის ამოსვლამდე იბანავებთ, მთელი წლით გაიწმინდებით ნეგატიური ენერგიისა და ავი ზრახვებისგან;
თუ შინ მძიმე ავადმყოფი ჰყავს ვინმეს, ეკლესიიდან მიტანილი სანთელი უნდა დაანთოს ავადმყოფის სასთუმალთან და იქვე დაწვას. შემდეგ კი ნამწვი სადმე მიწაში დაფლას;
თუ ავეჯს ადგილს შეუცვლით და ფულს გადაითვლით, მთელი წელი კეთილდღეობა და შემოსავალი არ დაილევა თქვენს ოჯახში;
გასათხოვარი ქალი თმას მოიჭრის და ივლისის მეორე კვირა დღემდე ბალიშქვეშ შეინახავს, იმ წელს აუცილებლად ეწევა ბედს.

Loading...