Loading...

დღეს მარკეტში ჩავედი მინდოდა სააღდგომოდ პასკა და მცირედი პროდუქტი მეყიდა სახლისთვის. ჩემ სადარბაზოსთან მდებარე ერთ-ერთ მარკეტში მივდივარ ხოლმე, სადაც მოხუცი ქალი ზის ხოლმე და დახმარებას ითხოვს.

 

Loading...

დაახლოებით 74 წლის იქნება და ძალიან მძიმე ისტორია აქვს, ორი შვილი ავარიაში დაეღუპა და მოხუცი ქმარი ჰყავს სახლში, რომელიც ჩავარდნილია და ფაქტიურად მოხუცი ცოლის მეტი მომვლელი არავინ ჰყავს. მეზობლებმა ვიცით ყველაფერი და ხშირად ვეხმარებით ხოლმე რითიც შეგვიძლია.

დღეს დილით კი მივდიოდი ამ მარკეტისკენ სადაც ეხ მოხუცი ზის ხოლმე და შევამჩნიე რომ მასთან მოულოდნელად პატრულის თანამშრომელი მივიდა და და რაღაცას ესაუბრებოდა, თავიდან ცოტა ავღელვდი ნუთუ უნდა აეკრძალა იქ დახმარების თხოვნათქო, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად აღმოჩნდა. მოხუცს ეუბნებოდა შენ დღეს აქ არ უნდა ითხოვდე დახმარებას ეს ჩვენი ყველას სირცხვილიაო აღდგომა დღეს რომ აქ ხართო. ამის გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა და მოხუცი კი ცრემლებ მორეული უამბობდა თავის ტრაგედია და რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში.

პატრულის თანამშრომელმა წამოაყენა მოხუცი და უთხრა რომ პატრულის მანქანაში დალოდებოდა მოხუცი სანამ ის მარკეტში შევიდოდა და თავის ეკიპაჟის წევრს დაუძახა და მოხუცის დახმარება სთხოვა. სანამ მეორე პოლიციელი მოხუცს ეხმარებოდა, ეს პატრულის თანამშრომელი მარკეტში შევიდა და 2 დიდი პარკით გამოვიდა ხელში, ორივე პარკი პროდუქტით იყო სავსე და რაღაცნაირი ბედნიერი სახე ჰქონდა რომ მოხუცისკენ მიდიოდა. ჩაალაგა პროდუქტი მანქანაში და ბებოც მანქანაში იჯდა, შორიდან დავინახე როგორ გახარებული და ცრემლმორეული იყო მოხუცი. იქვე ახლო ორი კორპუსის იქით ცხოვრობდა მოხუცი და იქ მიიყვანეს პატრულის თანამშორმლებმა და სახლში შეაცილეს მოხუცი.

მე კიდევ გარეთ ვიდექი, სულ დამავიწყდა რომ მარკეტში რაღაცეების ყიდვა მინდოდა და ჟრუანტელი მივლიდა ტანში ამის შემსწრე რომ გავხდი. ვფიქრობდი და მეტირებოდა, რამხელა ბედნიერებაა მოხუცისთვის ასეთ რამეს რომ აკეთებს სხვა ადამიანი და ეხმარება, მითუმეტეს პოლიცისს თანამშრომლებისგან ორმაგად საამაყო და სასიამოვნო იყო ეს საქციელი.

Loading...