Loading...

დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოძერწა ათი ადამი. ერთ-ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე ცხვრებს მწყემსავდა, მესამე – თევზაობდა… გადიოდა დრო… ერთხელ ათივე ადამი შემოქმედთან მივიდა თხოვნით:
– ღმერთო, თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ.

 

Loading...

ღმერთმა მათ ცომი მისცა და უთხრა:
– თითოეულმა თქვენგანმა გამოძერწოს თავისი გემოვნების ქალი, ვისაც როგორი მოსწონს, ისეთი: სრული, გამხდარი, მაღალი, დაბალი… მე კი მათ სიცოცხლეს შთავბერავ.
ამის შემდეგ ღმერთმა გამოიტანა თასით შაქარი და თქვა:
– აქ შაქრის 10 ნატეხია. თითოეულმა აიღეთ თითო და აჭამეთ თქვენს ცოლს, რათა მათთან თქვენი ცხოვრება ტკბილი იყოს.
მართლაც ასე მოიქცნენ.
უცებ ღმერთი შეიჭმუხნა:
– თქვენ შორის ვიღაც მატყუარაა, რადგან თასზე შაქრის 11 ნატეხი იდო. ვინ აიღო ზედმეტი?
ყველა დადუმდა.
ღმერთმა წაართვა მათ ცოლები, ერთმანეთში აურია, შემდეგ კი არეულად დაურიგა ათივე ადამს.

მას შემდეგ ათიდან ცხრა მამაკაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია… რადგან რომელიღაცამ შაქრის ზედმეტი ნატეხი შეჭამა…

და მხოლოდ ერთმა ადამმა იცის, რომ ყველა ქალი ერთნაირია, რადგან შაქრის ზედმეტი ნაჭერი თავად შეჭამა.

Loading...