Loading...

ალბათ, ყველა ჩვენგანს უპოვნია ქუჩაში სხვისი დაკარგული ან გადაგდებული რაიმე ნივთი, თუმცა იშვიათად, რომ ნაპოვნს ძალიან გავეოცებინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ძველ და სხვის ნაქონ მეტალის ხურდა ფულს ცუდი აურა აქვს და კარგი არაფერი მოაქვს, მაინც წამოგვიღია სახლში.

 

Loading...

სარა ბაუმერის ერთი დღეც ჩვეული რიტმით წარიმართა და გადაწყვიტა პარკში, სუფთა ჰაერზე გასეირნება. დღე ჩვეულებრივად მზიანი იყო და განსაკუთრებულს არაფერს მოასწავებდა, თუმცა სუფთა ჰაერზე სეირნობით გულნაჯერებ გოგონას, წინ დღის საინტერესო დასასრული ელოდა.

სკვერის ერთ მყუდრო კუთხეში, სადაც ხალხის ნაკადი არ შეიმჩნეოდა, მან ბალახებზე ძველი, შელახული ჩემოდანი დაინახა. ყურადღების დათმობას სულაც არ აპირებდა, რომ არა მისგან გამომავალი უცნაური ხმები. გაოცებულმა და მცირე შიშის შეგრძნებისგან გაოგნებულმა სარამ, გარკვეული დრო ვერ გაბედა ახლოს მისვლა. ის, მოცემული მომენტისთვის ვერც წარმოიდგენდა, რომ ვიღაცების ბედი სწორედ მის ხელში იყო.

გოგონამ გადალახა შიში და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა გახსნა ჩემოდანი, ნანახმა კი “კიდევ ერთი” შოკი გამოიწვია. ჩემოდანში ახლადაბადებული, კატის შავი კნუტები იყო.

სარამ სასწრაფოდ წაიყვანა ისინი ვეტერინართან კონსულტაციაზე. კნუტები იყვნენ მშივრები და ღონემიხდილები, სხვა მხრივ კი, ჯანმრთელები.

როგორც ჩანს, ძველ პატრონს მათი თავიდან მოშორება ამ გზით გადაეწყვიტა. წარმოუდგენელია, როგორი ურჩხული უნდა იყო ადამიანი, რომ მსგავსი მეთოდით მისცე უფლება უსუსურ კნუტებს, უჰაერობისგან გაიგუდონ და შიმშილისგან დაიხოცონ იმ ძველ ჩემოდანში. თუმცა, სარა მათ მხსნელად მოევლინა.

Loading...